ტრენინგის დასაწყისში განვიხილეთ მონაწილეთა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევიტანეთ ეს კითხვები ჩვენი პროექტის გეგმაში. გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა ფორმა და მეთოდი, გავიაზრეთ, როგორ გამოვიყენებთ ათ ჩვენს თემაში. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. შევქმენით პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ჩავაშენეთ ბლოგზე.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ საშინაო დავალება. ყველამ თავისი საპროექტო თემა წარმოადგინა. ვისწავლეთ პროექტის შაბლონის შევსება. საჭირო მასალების პორტფოლიოს საქაღალდეებში განთავსება. ინტერნეტიდან სურათების გადაწერა.
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. გავიხსენე ბევრი ისეთი კომპიუტერული უნარი, რომლებიც დავიწყებული მქონდა. ვისწავლე, როგორ უნდა შევქმნა სქემაში ჩართული პედაგოგის პორტფოლიო. აგრეთვე გავიხსენე, როგორ უნდა დავგეგმო პროექტი არსებული ნიმუშის მიხედვით.